შ.პ.ს. „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში
პირობები:
სამუშაოს ადგილმდებარეობა: შპს „მედალფა“-ს ბათუმის კლინიკა
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მუშაობის გამოცდილება შესყიდვების (სამედიცინო და სამეურნეო) სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
- სამეურნეო საწყობის მუშაობის ორგანიზაცია. საწყობში მატერიალური ფასეულობის მიღების, შენახვისა და გაცემის სამუშაოების შესრულება.
- საწყობში მატერიალური ფასეულობის რაციონალური განთავსების უზრუნველყოფა მოძიების პროცესის გამარტივებისა და დაჩქარების მიზნით.
- მატერიალური ფასეულობის აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
- ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია;
- სამეურნეო საწყობში არსებული ყველა დასახელების სამეურნეო საქონლის ნაშთების მუდმივი კონტროლი, დროული მომარაგების უზრუნველყოფა.
- საწყობის ტერიტორიის, მოწყობილობებისა და ძირითადი საშუალებების მდგომარეობის კონტროლი და დროული რემონტის ჩატარების უზრუნველყოფა.
- სასაწყობო პროცესების აღრიცხვის კონტროლი.
(აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის მითითება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,
გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected] ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:
ქ. ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2, შ.პ.ს. „მედალფა“ ბათუმის კლინიკა http://www.medalpha.ge/
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17/09/2021
* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.