შ.პ.ს. „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს მთავარი ბუღალტრის ვაკანსიას
პირობები:
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N16, შპს „მედალფა“-ს ცენტრალური ოფისი
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-18:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვის) განხრით;
· მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
· კომპიუტერული-საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: (MS Programs)
· საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა ;
· ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა( IFRS)
· პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA ჩაითვლება უპირატესობა.
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,
გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected] ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. # 16; შ.პ.ს. „მედალფა“
(აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის მითითება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს).
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 07/03/2023 წ.
* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.