შ.პ.ს. „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე გურიის რეგიონში
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური კომუნიკაცია ექიმებთან.
- პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, ღონისძიებების მომზადება და ორგანიზება;
- ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.
- მომხმარებლის/პაციენტის მოთხოვნილებების და საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის ეფექტური მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიებისა და ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
- სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა.
კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილაბა მარკეტინგის ან გაყიდვების კუთხით;
- უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სამედიცინო წარმომადგენლობის სფეროში;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- პრეზენტაციის კარგი უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,
გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონული ფოსტით მისამართზე
[email protected] ან წარმოადგინოთ საბუთები 11სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:
ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. N3, შპს „მედალფა“ ოზურგეთის კლინიკა
ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. N136, შპს „მედალფა“ ლანჩხუთის კლინიკა
დ. ჩოხატაური, თბილისის ქ. N10, შპს „მედალფა“ ჩოხატაურის კლინიკა
(აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის მითითება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს).
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 02/03/2023წ.
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.