ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი

03.04.2023

შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში  ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე

 

 

პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N16, შპს „მედალფა“-ს ცენტრალური ოფისი

სამუშო გრაფიკიორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-18:00 სთ

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი  განათლება

·         ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

·         საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა

·         კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

·         პასუხისმგებლობის გრძნობა 

·         დაკვირვებულობა

·         პუნქტუალურობა

·         ორგანიზებულობა

·         ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი

·         დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

 

ძირითადი  ფუნქცია–მოვალეობები:

·         პერსონალთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ბრძანებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება, რეესტრის წარმოება,

·         პერსონალის საკადრო ცვლილებების ასახვა ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ პროგრამაში და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება;

·         პერსონალის მიღება/გათავისუფლებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფის მონიტორინგი.

·         დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების, სამუშაოს აღწერილობების მომზადების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის მომზადების მართვა

·         თანამშრომლების პირადი საქმეების შექმნა

·         სამუშაო დროის აღრიცხვა

·         თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების მონიტორინგი

 

 

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected] ან წარმოადგინოთ საბუთები 09:00სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:                                                                                                                                                                                          ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. # 16; შ.პ.ს. „მედალფა“

  (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).

განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  13/04/2023წ.

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV- წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

თემები

facebook