ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, "მედალფას" მახინჯაურის პოლიკლინიკაში არსებული სარეაბილიტაციო ცენტრი "ნემო" გთავაზობთ უფასო ვორქშოფს (ინტერაქციულ ტრენინგს) ინკლუზიური განათლების შესახებ.
თარიღი: 1 ივნისი, 17:30 საათი
ინკლუზიური განათლება არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.
ვორქშოფს გაუძღვებიან სარეაბილიტაციო ცენტრის ფსიქოლოგები და ქცევითი თერაპევტები, რომელთაც ყოველდღიური შეხება აქვთ სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან.
ვორქშოფის დასრულების შემდგომ ბავშვებს საშუალება ექნებათ მიიღონ უფასო კონსულტაცია ბავშვთა ფსიქოლოგთან და ქცევით თერაპევტთან.
დასწრების წესები:
- სემინარზე დასწრება უფასოა და შეუძლია ნებისმიერ მსურველს;
- წევრების რაოდენობა შეზღუდულია ეპიდსიტუაციის გამო;
- შენობაში შემოსვლამდე აუცილებელია თერმოსკრინინგის გავლა და ხელების დეზინფექცია;
- ვორქშოფის განმავლობაში, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
მისამართი: დაბა მახინჯაური, თამარ მეფის მე-3 შესახვევი, #17.
ლოკაცია რუკაზე:
https://goo.gl/maps/1sxgyCDdWEF36eXg9