უახლესი მოდელის იმუნოანალიზატორი მედალფას კლინიკების ლაბორატორიებში

27.05.2021
კიდევ ერთი სიახლე "მედალფას" ქსელში!
 იმისთვის, რომ პაციენტების ვიზიტი ჩვენს კლინიკაში კიდევ უფრო კომფორტული გახდეს, ჩოხატაურისა და კასპის ლაბორატორიებს უახლესი მოდელის იმუნოანალიზატორი შეემატა, რომლის მეშვეობითაც, პაციენტებს შეუძლიათ ლაბორატორიული კვლევების პასუხების მიღება იმ დღესვე.
 იმუნოანალიზატორზე სრულდება შემდეგი მიმართულების კვლევები:
- დიაბეტური და თირკმლის დაავადებათა დიაგნოსტიკა; (გლიკოზირებული ჰემოგლობინი, მიკროალბუმინი, ცისტატინი C, ბეტა 2-მიკროგლობულინი)
- ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკა; (თირეოტროპული ჰორმონი, ტრიიოდთირონინი, თიროქსინი, თავისუფალი ტრიიოდთირონინი, თავისუფალი თიროქსინი)
- რეპროდუქციული ფუნქციის დიაგნოსტიკა; (ქორიონული გონადოტროპინი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი, ფოლიკომასტიმულირებელი ჰორმონი, პროგესტერონი, პროლაქტინი, ესტრადიოლი, ტესტოსტერონი, ანტიმიულერის ჰორმონი)
- კარდიალური მარკერები; (ტროპონინი I, ტროპონინი T, მიოგლობინი, კრეატინკინაზა MB ფრაქცია, ცხიმოვანი მჟავების შემაკავშირებელი ცილა)
- კოაგულაციური პარამეტრების დიაგნოსტიკა; (D-დიმერი)
- რევმატოიდული დაავადებების დიაგნოსტიკა; (პროკალციტონინი, C-რეაქტიული ცილა, შრატის ამილოიდი A)
- ონკო მარკერების დიაგნოსტიკა; (ალფაფეტოპროტეინი, საერთო პროსტატსპეციფიური ანტიგენი, თავისუფალი პროსტატსპეციფიური ანტიგენი, კარცინოემბრიონული ანტიგენი)
 უახლოეს მომავალში იმუნოანალიზატორი დაემატება ოზურგეთისა და ლანჩხუთის კლინიკების ლაბორატორიებსაც.
 შეგახსენებთ, რომ "მედალფას" კლინიკებში - კასპში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში, ბათუმსა და მახინჯაურში - სრული ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობაა შესაძლებელი!
 კლინიკა "მედალფა" ჩართულია საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა.
 დაგეგმეთ ვიზიტი და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე პროფესიონალ ექიმებთან ერთად - 0322 640 011

თემები

facebook