ტუბერკულოზის მკურნალობის უფასო პროგრამა

24.02.2021
"მედალფას" კლინიკები ჩართულია ტუბერკულოზის მკურნალობის უფასო, სახელმწიფო პროგრამაში.
 პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ჩამოთვლილი მომსახურების მიღება უფასოდ, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის:
• ტუბერკულოზის ყველა საეჭვო შემთხვევის (ექიმის მიმართვით ან მჟავაგამძლე ბაქტერიაზე დადებითი გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირების) კლინიკურ დიაგნოსტიკას და ნახველის/საკვლევი მასალის გაგზავნას ლაბორატორიული მომსახურების მომწოდებელთან;
• დადასტურებული შემთხვევების, მათ შორის, სტაციონარული მკურნალობის შემდეგ, ამბულატორიულ ზედამხედველობას, რაც მოიცავს ფთიზიატრის ზედამხედველობას, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და ნახველის/საკვლევი მასალის რეფერალს ლაბორატორიული მომსახურების მომწოდებელთან;
• უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მკურნალობას (DOT) სპეციფიკური ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით;
 პროგრამის ფარგლებში, ამბულატორული და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევები მოიცავს:
• ფთიზიატრის კონსულტაციას
• ნახველის ორჯერად ბაქტერიოსკოპიას
• სისხლში ბილირუბინის განსაზღვრას
• სისხლში ტრანსმინაზების (ასტ და ალტ) განსაზღვრას
• სისხლის საერთო ანალიზს
• ელექტროკარდიოგრამას
• სისხლში კრეატინინის განსაზღვრას
• სისხლში შაქრის განსაზღვრას
• შარდის საერთო ანალიზს
• გულმკერდის რენტგენოგრაფიას
• კალიუმის განსაზღვრას სისხლში
• ნატრიუმის განსაზღვრას სისხლში
• მაგნიუმის განსაზღვრას სისხლში
 დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სასურველ კლინიკას ცხელი ხაზის მეშვეობით: 0322640011

თემები

facebook