მედალფა ბათუმის კლინიკა კოვიდთავისუფალია!

29.03.2021
"მედალფას" ბათუმის კლინიკა სრული სერვისებით დაბრუნდა.
 ჩვენს კლინიკაში უკვე შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან კონსულტაცია:
 -თერაპევტი
 -კარდიოლოგი
 -გინეკოლოგი
 -უროლოგი
 -რევმატოლოგი
 -ენდოკრინოლოგი
 ასევე, ბათუმის კლინიკის გუნდს შეუერთდნენ თბილისში მოღვაწე მაღალკვალიფიციური ექიმები: ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი - სტეფანე ჩილინგარაშვილი და დერმატო-ვენეროლოგი - თეონა შათირიშვილი.
 ჩვენთან შესაძლებელია, როგორც ლაბორატორიული, ასევე, აპარატული კვლევების ჩატარება უახლესი აღჭურვილობით:
- კოლონოსკოპია
- გასტროსკოპია
- კომპიუტერული ტომოგრაფია
- რენტგენოგრაფია
- კარდიოექოსკოპია
 ძალიან მალე ჩვენს აპარატურას დაემატება უახლესი მოდელის, 2020 წლის ლაპარასკოპი!
 ლაპარასკოპიული გზით შესაძლებელია ნაკლებინვაზიური, როგორც სადიაგნოსტიკო პროცედურების, ასევე ოპერაციული მკურნალობის წარმართვა - კლინიკაში დაყოვნების ნაკლები დროით; მარტივი და სწრაფი რეაბილიტაციით; სისხლდენისა და გართულებების ნაკლები რისკითა და მცირე ზომის ნაწიბურებით.
 ლაპარასკოპიით შესაძლებელი იქნება უროლოგიური და ზოგადი ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, მაგ: ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია, ლაპარასკოპიული აპენდექტომია და ა.შ.
 "მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას.
 ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის მეშვეობით - 0322640011

თემები

facebook