მადლობის სიგელი კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი წვლილისთვის

04.01.2021

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბათუმის "მედალფას" გადასცა მადლობის სიგელი კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი კლინიკა პანდემიის საწყისი პერიოდიდან აქტიურად არის ჩართული ამ ურთულეს პროცესში და ექიმების ძალისხმევით ასობით პაციენტი გამოჯანმრთელდა.
 მადლობას ვუხდით ჩვენს მედპერსონალს თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომისთვის, ხოლო პაციენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს - ჩვენი შრომის დაფასებისთვის.

თემები

facebook