"მედალფას" ოზურგეთის კლინიკას 8 მარტს ქალაქის მერი ეწვია, რომელმაც კლინიკის სამედიცინო პერსონალს გადასცა მადლობის სიგელი, COVID-19-ის მართვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის.
ჩვენი ყველა კლინიკა პანდემიის საწყისი პერიოდიდან აქტიურად არის ჩართული, როგორც პაციენტების COVID-19 -ზე ტესტირების და მათი ამბულატორიული მეთვალყურეობის, ასევე კოვიდინფიცირებული პაციენტების სტაციონარული მკურნალობის მართვაში; ამოქმედებისთანავე კი ჩართული ვიქნებით მოსახლეობის COVID-19 ის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამაში.
ოზურგეთის მერიას დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი სამედიცინო პერსონალის შრომის დაფასებისთვის.