კითხვა: გამარჯობა, ხელები მიბუჟდება ძალიან. რისი ბრალია?
პასუხი: აღნიშნული სიმპტომი ბევრ დაავადებას ახასიათებს, აუცილებლად მიმართეთ ჩვენს ოჯახის ექიმს,
რათა სწორი დეფინიცია მოხდეს და დაისვას დიაგნოზი:
- კისრის ოსტეოქონდროზი : კისრის არეში ხერხემლის ნებისმიერი დარღვევები იწვევს ნერვის მიჭყლეტას,
რასაც ხელების დაბუჟება მოსდევს, ასევე თავის ტკივილი და კონცენტრაციის დაკარგვაც.მიაქციეთ ყურადღება გამართულ ზურგს,
შეასრულეთ სპეციალური ვარჯიშები. უმჯობესია მიმართოთ ექიმს
- მაჯის გვირაბის სინდრომი : აღენიშნებათ იმ ადამიანებს , რომელთა ცხოვრების წესი მონოტონურ სამუშაოს გულისხმობს
(პროგრამისტები, მკერავები, მუსიკოსები…). თითების განმეორებითი მოძრაობების შედეგად ხდება შეშუპება მყესებში,
რომლებიც ვიწრო არხში გადის. ნერვი ამ არხში იჭყლიტება და ადამიანი ხელების დაბუჟებას გრძნობს.
აუცილებლად მიმართეთ ნევროლოგს, თუკი მსგავსი სიმპტომები აღგენიშნებათ.
- კიდურის ვენის თრომბოზი: კიდურის ვენების თრომბოზიც იწვევს დაბუჟებას. თრომბი ანელებს სისხლის დინებას, ამიტომ,
კიდურის ფუნქციებისთვის საჭირო ნივთიერებების მიწოდება ფერხდება. თრომბოზს მოსდევს შეშუპება და სხვა უფრო სერიოზული გართულებები,
ამიტომ ამ დაავადებებს ხშირად ახლავს სისხლის მიმოქცევის დარღვევა კიდურებში, შედეგად კი – დაბუჟება. დაავადებას აუცილებლად სჭირდება
დიაგნოსტიკა და ანგიოლოგთან ვიზიტი;
- შაქრიანი დიაბეტი და ჰიპოთირეოზი იწვევს როგორც ცალკეული ნერვული ღეროების, ასევე პერიფერიული ნერვული ბოჭკოების
მრავლობით დაზიანებას. კლინიკური სიმპტომატიკა ძირითადი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. შაქრიანი დიაბეტის დროს
ხელების დაბუჟება პერიფერიული ნეიროპათიული სინდრომის ერთ-ერთ პირველ სიმპტომს წარმოადგენს. დიაბეტურ პოლინეიროპათიას
ახასიათებს მძიმე და პროგრესირებადი მიმდინარეობა, მოითხოვს დროულ მკურნალობას და დინამიკაში მეთვალყურეობას
ელექტრონეირომიოგრაფიული მაჩვენებლების კონტროლით. მიმართეთ ენდოკრინოლოგს;
- ნევრალგია: ბეჭის ან მხრის არის ნევრალგია, ასევე ხანგრძლივი ანთებითი პროცესები მის გარშემო ქსოვილებში. იწვევს ტკივილის სინდრომს
და ხელების გაშეშებას
- ინსულტი: ინსულტი ხელების გაშეშების ყველაზე საშიში მიზეზია. თუ დაბუჟებას ქვედა კიდურების მუშაობის დარღვევა, თავის ტკივილები,
მხედველობისა და საუბრის დარღვევები სდევს თან – აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება!
- გაფანტული სკლეროზი: თავისა და ზურგის ტვინის ნერვული უჯრედების დაზიანების შედეგად ნერვული იმპულსების გატარებაში ხდება დარღვევა. მგრძნობელობა იკლებს და ხელები ბუჟდება. თუ ხელების დაბუჟების სხვა მიზეზები გამოირიცხა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
კითხვა: შეიძლება თუ არა ომეგა 3 და -დ 3 - ვიტამინი ერთდროულად მივიღო
და რამდენ ხანს უნდა დავლიო პროფილაქტიკის მიზნით.
პასუხი: ომეგა-3 და D ვიტამინი – ორი აუცილებელი საკვები ნივთიერებაა;
ომეგა-3 და D ვიტამინი – რა დოზით გჭირდებათ? ორივეს ერთად მიღება შეიძლება, მეტიც - არსებობს კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ორივეს ერთად.
NHS-მა გასცა ნათელი რეკომენდაციები D ვიტამინის დღიურ დოზასთან დაკავშირებით. ჩვილებისათვის ერთ წლამდე საჭიროა 8.5-10 მიკროგრამი D ვიტამინიდღეში. ერთი წლიდან ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის საჭიროა დღეში 10 მიკროგრამი D ვიტამინი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დ ვიტამინის რაოდენობის კონტროლი ორსულისთვის და ასევე მეძუძური დედისთვის; აპრილის თვიდან სექტემბრის ბოლომდე ადამიანების უმრავლესობა D ვიტამინსგამოიმუშავებს მზის სხივების კანზე ზემოქმედებით. თუმცა, როგორც NHS -ის მიხედვით, “შემოდგომასა და ზამთარში D ვიტამინი უნდა მიიღოთ კვებით.მაგრამრადგანაც საკმარისი D ვიტამინი მხოლოდ საკვებიდან არ მიიღება, ამიტომ შემოდგომასა და ზამთარში, ყველამ (მათ შორის, ორსულმა ქალებმა და მეძუძურმადედებმაც) უნდა იფიქროს დღიური 10 მიკროგრამი D ვიტამინის მიღება დანამატის სახით. ”NHS ასევე გასცემს საკვებ რაციონში კვირაში ორჯერ ცხიმოვანითევზის დამატების რეკომენდაციას. ეს ეხება 300–450 გრამ სუფთა თევზს. აქედან 200 გრამი უნდა იყოს ისეთი ცხიმოვანი თევზი, როგორებიცაა ორაგული, კალმახი, სკუმბრია და ქაშაყი, რომლებიც შედარებით მეტ ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. ყოველ 100 გრამში ორაგული შეიცავს 2.4 გრამ ომეგა-3-ისცხიმოვან მჟავებს EPA-სა და DHA. EPA-სა და DHA-გან სარგებლის მისაღებად საჭიროა დღეში ამ ცხიმოვანი მჟავების 250 მგ ოდენობით მიღება.
კითხვა: არ ვიცი ეს გეხებათ თუ არა თქვენ. მაქვს ოსტეოპოროზი, რომლის გამოც ძალიან მაწუხებს სახსრები და ძვლები. რა მედიკამენტი მივიღო ხომ ვერ მირჩევთ?
პასუხი: ოსტეოპოროზის მკურნალობა და ძვლის მინერალიზაციის ხარისხის გაუმჯობესება კალციუმის, მიკროელემენტებისა და D ვიტამინის მიღებით არის შესაძლებელი. თუმცა, გართულებულ შემთხვევებში, მედიკამენტების დამატებაც არის საჭირო, რომლის დანიშვნაც მხოლოდ ექიმს შეუძლია, რადგან თვითმკურნალობა დაუშვებელია. ამ დაავადების სამკურნალოდ რეკომენდებულია: ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია, ანტირეზორბციული პრეპარატებითა და ძვლის წარმოქმნის სტიმულატორებით მკურნალობა. გარდა ამისა, ოსტეოპოროზით დაავადებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:
- უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც შეამცირებს წაქცევის რისკებს;
- გამართული დგომა, სიარული და ჯდომა;
- სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება;
- მყარ საწოლზე წოლა;
- თამბაქოზე, ალკოჰოლზე და ყავაზე უარის თქმა;
- მაღალ მაგიდასთან მუშაობა.
კითხვა: პროთრომბინი მაქვს 136 (130-მდეა ნორმა). რამდენიმე დღეს ვენებიც ამტკივდა. ვარ 34 წლის. რა შეიძლება მივიღო?
პასუხი: პროთრომბინის ნორმალური მაჩვენებელი არის 80-100%. თქვენ წერთ , რომ გაქვთ პროთრომბინი 136 ( ნორმა 130) ?, ხართ 34 წლის, თუ ჯანმრთელი ხართ, გადაამოწმეთ პროთრომბინის მაჩვენებელი, INR, პროთრომბინის დრო, როცა ჯანმრთელ ადამიანს აღმოაჩნდება პროთრომბინის მაღალი ინდექსი, მკურნალობა არ ინიშნება. თუ გაწუხებთ ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი ან ქვედა კიდურების ვენური უკმარისობა მიმართეთ ექიმ ანგიოლოგს;
კითხვა: გამარჯობათ უკვე დიდი ხანია მაწუხებს მხოლოდ ღამით ძილის დროს ენის დაბუჟება დაბუჟებასაც ვერ დავარქმევ აი ვენა რომ შეგეფსკნება ისე ოღონდ ისე მწარეა კარგა ხანს ენა მტკივა რა შეიძლება იყოს ეს მადლობა წინასწარ
პასუხი: არაერთი მიზეზი შეიძლება იწვევდეს ამ მდგომარეობას, დაწყებული პათოლოგიური მდგომარეობებით (ანემია, ენდოკრინული პათოლოგიები, ვეგეტატური ნერვული სისტემის დისრეგულაცია, ენა-ხახის ნერვის დაზიანება, მედიკამენტები) დამთავრებული ბანალური მიზეზებით: კბილის პასტა და საღეჭი რეზინა.
პირველ რიგში უნდა ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი დიაბეტისა და ანემიის დიაგნოსტიკისთვის, თუ ეს პრობლემები გამოირიცხა, მაშინ უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს ან ენდოკრინოლოგს (ქალებში კლიმაქტერულ პერიოდში აღინიშნება და უკავშირდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ ცვლილებას). (რადგან მოწოდებული ინფორმაცია მწირია, კონკრეტული სპეციალისტს ვერ მიგითითებთ) , მიმართეთ ჩვენს ოჯახის ექიმს;
კითხვა: გამარჯობათ...სისხლის გადასმა დამჭირდა. სამი თვე გავიდა მას შემდეგ და არ ვგრძნობ კარგად თავს. ექიმის თქმით ორგანიზმს სისხლის შეგუებასთან აკავშირებს და ეს შესაძლებელია?
პასუხი: თუ სისხლის გადასხმის შემდეგ გავიდა სამი თვე, თქვენ ხელმეორედ უნდა გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსარიცხად და შესაძლოა ანემია არის თქვენი შეუძლოდ ყოფნის მიზეზი.
კითხვა: როცა გავცივდები, როცა ვსველდები ხშირად მიწევს შარდზე გასვლა, ხანდახან ძლივს ვასწრებ. შარდზე გასვლა არ მიჭირს, პირიქით, საერთოდ არ მიჭირს შარდვა და ხომ ვერ მეტყოდით რისი ბრალი შეიძლება იყოს?!
პასუხი: მიზეზი შეიძლება იყოს შარდსასქესო სისტემის ორგანოების ფუნქციონირების დარღვევა და ინფექციური დაავადებები, რომელსაც მამაკაცებში იწვევს პროსტატიტი, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ცისტიტი, ურეთრიტი, შარდის ბუშტის ჰიპერაქტიურობა, შარდკენჭოვანი დაავადებება, შაქრიანი დიაბეტი.
ქალებში შესაძლებელია გახშირებული შარდვის მიზეზი იყოს ცისტიტი;
ჩაიტარეთ, პირველ ეტაპზე, შარდის საერთო ანალიზი და მიმართეთ ოჯახის ექიმს.
კითხვა: გამარჯობა. ხელების დაბუჟება რისი ბრალი შეიძლება იყოს? პროთრომბინი ნორმაშია.
პასუხი: აღნიშნული სიმპტომი ბევრ დაავადებას ახასიათებს, აუცილებლად მიმართეთ ჩვენს ოჯახის ექიმს,
რათა სწორი დეფინიცია მოხდეს და დაისვას დიაგნოზი:
- კისრის ოსტეოქონდროზი : კისრის არეში ხერხემლის ნებისმიერი დარღვევები იწვევს ნერვის მიჭყლეტას,
რასაც ხელების დაბუჟება მოსდევს, ასევე თავის ტკივილი და კონცენტრაციის დაკარგვაც.მიაქციეთ ყურადღება გამართულ ზურგს,
შეასრულეთ სპეციალური ვარჯიშები. უმჯობესია მიმართოთ ექიმს
- მაჯის გვირაბის სინდრომი : აღენიშნებათ იმ ადამიანებს , რომელთა ცხოვრების წესი მონოტონურ სამუშაოს გულისხმობს
(პროგრამისტები, მკერავები, მუსიკოსები…). თითების განმეორებითი მოძრაობების შედეგად ხდება შეშუპება მყესებში,
რომლებიც ვიწრო არხში გადის. ნერვი ამ არხში იჭყლიტება და ადამიანი ხელების დაბუჟებას გრძნობს.
აუცილებლად მიმართეთ ნევროლოგს, თუკი მსგავსი სიმპტომები აღგენიშნებათ.
- კიდურის ვენის თრომბოზი: კიდურის ვენების თრომბოზიც იწვევს დაბუჟებას. თრომბი ანელებს სისხლის დინებას, ამიტომ,
კიდურის ფუნქციებისთვის საჭირო ნივთიერებების მიწოდება ფერხდება. თრომბოზს მოსდევს შეშუპება და სხვა უფრო სერიოზული გართულებები,
ამიტომ ამ დაავადებებს ხშირად ახლავს სისხლის მიმოქცევის დარღვევა კიდურებში, შედეგად კი – დაბუჟება. დაავადებას აუცილებლად სჭირდება
დიაგნოსტიკა და ანგიოლოგთან ვიზიტი;
- შაქრიანი დიაბეტი და ჰიპოთირეოზი იწვევს როგორც ცალკეული ნერვული ღეროების, ასევე პერიფერიული ნერვული ბოჭკოების
მრავლობით დაზიანებას. კლინიკური სიმპტომატიკა ძირითადი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. შაქრიანი დიაბეტის დროს
ხელების დაბუჟება პერიფერიული ნეიროპათიული სინდრომის ერთ-ერთ პირველ სიმპტომს წარმოადგენს. დიაბეტურ პოლინეიროპათიას
ახასიათებს მძიმე და პროგრესირებადი მიმდინარეობა, მოითხოვს დროულ მკურნალობას და დინამიკაში მეთვალყურეობას
ელექტრონეირომიოგრაფიული მაჩვენებლების კონტროლით. მიმართეთ ენდოკრინოლოგს;
- ნევრალგია: ბეჭის ან მხრის არის ნევრალგია, ასევე ხანგრძლივი ანთებითი პროცესები მის გარშემო ქსოვილებში. იწვევს ტკივილის სინდრომს
და ხელების გაშეშებას
- ინსულტი: ინსულტი ხელების გაშეშების ყველაზე საშიში მიზეზია. თუ დაბუჟებას ქვედა კიდურების მუშაობის დარღვევა, თავის ტკივილები,
მხედველობისა და საუბრის დარღვევები სდევს თან – აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება!
- გაფანტული სკლეროზი: თავისა და ზურგის ტვინის ნერვული უჯრედების დაზიანების შედეგად ნერვული იმპულსების გატარებაში ხდება დარღვევა.
მგრძნობელობა იკლებს და ხელები ბუჟდება. თუ ხელების დაბუჟების სხვა მიზეზები გამოირიცხა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
კითხვა: თუ ადამიანს განდევნის ფრაქცია აქვს 18-23 ეკუთვნის თუ არა პირველი ჯგუფის ინვალიდობა?
პასუხი: შეზღუდულიშესაძლებლობის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს, შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე, მიმართეთ ოჯახის ექიმს და მისი მიმართვის საფუძველზე მიმართეთ სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის ბიუროს.
კითხვა: ძვლები მტკივა ხან ფეხზე, ხან ხელზე. იდაყვი ხელის დადებით მტკივა. რომ დავიხრები ბარძაყის ძვალი რომ ხმაურობს ყურში მესმის. წამლებს თვითნებურად არ ვიღებ, მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს, ისიც ზოგჯერ. რას მირჩევთ? მადლობა წინასწარ.
პასუხი: სახსრის დაზიანებას მრავალი მიზეზი განაპირობებს. ის შეიძლება იყოს როგორც ანთებითი, ისე არაანთებითი ხასიათის,; შესაძლებელია განპირობებული იყოს ნივთიერებათა ცვლის მოშლით, კუნთოვან-იოგოვანი აპარატის თანდაყოლილი დეფექტით და სხვა. ყველაზე მეტად კი გავრცელებულია სახსრის არაანთებითი დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება – ოსტეოართროზი. ეს ის არის, რასაც ხალხში “მარილებს” უწოდებენ დიაგნოზის დასასმელად ანამნეზთან ერთად აუცილებელია ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგები. ლაბორატორიული კვლევა ავლენს C-რეაქტიული ცილის, ედსის, სერომუკოიდის მომატებას, რევმატოიდული ფაქტორის არსებობას, ანემიას და სხვა. საჭიროა მიმართოთ ოჯახის ექიმს და მისი რეკომენდაციით ჩაიტაროთ მიზანმიმართული მკურნალობა.