დოპლეროგრაფია ოზურგეთის კლინიკაში
სიახლე "მედალფას" ოზურგეთის კლინიკაში!
ამიერიდან, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ჩაიტაროთ დოპლეროგრაფიული კვლევა უახლესი Philips Affiniti 70 ულტრასონოგრაფის მეშვეობით.
დოპლეროგრაფია არის თანამედროვე, მაღალეფექტური, სწრაფი და უსაფრთხო კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ორგანოების სისხლძარღვების და სისხლის მიმოქცევის შეფასება.
კვლევის დოპლეროგრაფიული მეთოდი გამოიყენება მრავალი პათოლოგიის სადიაგნოსტიკოდ და მდგომარეობის შესაფასებლად, მათ შორის:
ღვიძლის მდგომარეობის შესაფასებლად – B და C -ჰეპატიტების, ცხიმოვანი ინფილტრაციის, ციროზების დროს დაზიანების ხარისხის შესაფასებლად;
მაღალი არტერიული წნევის დროს – თირკმელების არტერიების მდგომარეობის შესაფასებლად;
მეანობა-გინეკოლოგიაში – ნაყოფის განვითარების შესაფასებლად და ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდების ადრეულ ეტაპზე სადიაგნოსტიკოდ;
ანგიოლოგიაში – კიდურების სისხლის მიმოქცევის შესაფასებლად, იშემიური და ვარიკოზული დაზიანებების გამოსავლენად.
როდესაც ირჩევთ "მედალფას" - თქვენ ირჩევთ უსაფრთხო გარემოსა და ხარისხიან მომსახურებას.
 შეგახსენებთ, რომ "მედალფას" კლინიკების ქსელი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა, რომელთა თანადაფინანსებით შეგიძლიათ მიიღოთ სამედიცინო მომსახურება.
 "მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას!
 Tel: 0322640011

თემები

facebook