ადამიანების უმეტესობას აწუხებთ თავბრუსხვევა და ხშირ შემთხვევაში ყურადღებას არ აქცევენ მას. აუცილებელია გავიგოთ მისი გამომწვევი მიზეზები და დროულად მივმართოთ სპეციალისტს, რადგან შემდგომ მდგომარეობა არ დამძიმდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრა მედალფა კასპის კლინიკის ნევროლოგი, ბატონი ნიკოლოზ სამებელაშვილი.
-რას ნიშნავს თავბრუსხვევა?
ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი განიცდის არამდგრადობას, წონასწორობის დარღვევას; დგომის, გადაადგილების გაძნელებით ან შეუძლებლობით.
-მისი გამომწვევი მიზეზები
კლასიფიცირდება, როგორც ვესტიბულური :
1. პერიფერიული :
· ვესტიბულური ნევრიტი;
· მგზავრობის შედეგად განვითარებული აუტანლობა ( ავტომობილი, გემი, ჰამაკი, დაკიდებული ხიდი);
· ალკოჰოლი, თამბაქო;
· ოტოტოქსიური პრეპარატის მიღების შედეგი.
2. ცენტრალური (იმ ნაწილების დაზიანება, რომელიც იღებენ ინფორმაციას ვესტიბულური აპარატიდან და გადასცემენ ტავის ტვინს)
· თავის ტვინის ტრავმები;
· კისრის ტრავმა;
· შაკიკთან ასოცირებული ვერტიგო (ვესტიბულური შაკიკი);
· ცნს ორგანული და-ბი (ინსულტი); დამბლები;
· ანემია, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ჰიპოგლიკემია;
· მხედველობის პრობლემები; სტრაბიზმი, დიპლოპია;
· ვესტიბულური ნერვის კომპრესია ახალწარმონაქმნით;
· ვერტებრო–ბაზილარული არტერიული უკმარისობა.
-მისი ძირითადი გამოვლინებები
ვერტიგო–სიტუაცია, როდესაც ეჩვენებათ, რომ ადამიანის ირგვლივ საგნები ტრიალებენ ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად. გულის რევა, ღებინება, ნისტაგმი, ჰიპერჰიდროზი....
-რა იქნება თქვენი რეკომენდაცია ხალხისთვის?
აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი, იმ შემთხვევაში თუ განვითარდა :
· მწვავედ თავბრუ;
· არამდგრადობა;
· ყურებში ხმაური;
· სმენისა და მხედველობის დაქვეითება;
· ტკივილი კეფის და საფეთქლის არეში.
· კოგნიტური დარღვევები.
-რა გართულებებს იწვევს თავბრუსხვევა?
ჩნდება ისეთი პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას და პროფესიულ საქმიანობას.
-როგორ ვუმკურნალოთ მას?
მკურნალობა რეკომენდირებულია წარიმართოს გამომწვევი მიზეზის დადგენით. პაციენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია როგორც ნევროლოგთან, ასევე ოტოლარინგოლოგთან.
მათთან კონსულტაცია დაგეხმარებათ გაიგოთ, გაქვთ თუ არა მაღალტექნოლოგიური კვლევის ჩატარების აუცილებლობა. მსგავს კვლევად მოიაზრება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ( CT ).
მკურნალობაში შედის, როგორც მედიკამენტური ასევე, სპეციფიური ვესტიბულური ვარჯიშები. ამასთან ერთად შესაძლოა ნეიროქირურგიული ჩარევა იყოს აუცილებელი.