ფსიქომოტორული განუვითარებლობა

 

  ბავშვის სრულყოფილი განვითარების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს, სადაც იზრდება ბავშვი. დედის როლი ჩვილის განვითარების პროცესში ფასდაუდებელია. დედა პირველი ადამიანია, რომელთანაც ბავშვი ფსიქოსოციალური ადაპტაციის პირველ საფეხურებს გადის, ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენზეა დამოკიდებული, როგორი გაიზრდება თქვენი პატარა. ფსიქომოტორული განვითარება მუდმივი პროცესია, რომელიც იწყება ჩასახვიდან, გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე და სიცოცხლის სავადასხვა პერიოდში გარკვეული კანონზომიერებით ხასიათდება. ბავშვის ფსოქომოტორული განვითარების პროცესში შეიძლება გამოვლინდეს  განვითარების შეფერხების ცალკეული ნიშნები. ასეთი ნიშნების გამოვლენისას პედიატრი სრულყოფილად შეაფასებს ბავშვის  განვითარებას, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩართავს სპეციალისტებს, რათა დროულად გამოვლინდეს შეფერხების მიზეზი და მიღებულ იქნას ყველა შესაძლო ზომა ამ მიზეზის აღმოფხვრისათვის.

ფსიქომოტორული განვითარების შეფერხების ნიშნები, როდესაც თქვენ  აუცილებლად  უნდა მიმათოთ თქვენს პედიატრს, შემდეგია:

2 თვის ასაკში – არ იღიმება.

3 თვის ასაკში – ვერ იჭერს თავს, არ რეაგირებს თქვენს გამოჩენაზე, არ იჩენს თქვენდამი ინტერესს.

4 თვის ასაკში – ხელის მოკიდების და წამოწევისას არ იწევს დასაჯდომად. არ ცდილობა სათამაშოს ხელში დაჭერას.

5თვის ასაკში – არ ბრუნდება ზურგიდან მუცელზე. არ შეუძლია სათამაშოს დაჭერა.

6 თვის ასაკში – არ ღუღუნება, არ უღიმის გარშემომყოფებს, არ იცინის მიმართვისას.

7 თვის ასაკში – არ შეუძლია სათამაშოს ხელში დაჭერა, ხელიდან ხელში გადატანა. არ ეძებს დავარდნილ საგანს.

8 თვის ასაკში – ვერ ჯდება დახმარების გარეშე. არ იცინის თამაშის სიტუაციაში.

9 თვის ასაკში – არ ამბობს მარცვლებს, მაგალითად,  „ბა“ „მა“ არ იჩენს  ინერესს თამაშზე „ჭიტა“

10  თვის ასაკში – არ შეუძლია სათამაშოს დაჭერა 2 თითით.

11 თვის ასაკში – დახმარებითაც ვერ დგება ფეხზე

12 თვის ასაკში – არ ამბობს ცალკეულ სიტყვებს, მაგ, „ბაბა“  „მამა“ „დედა“ ..... არ ეძებს დამალულ საგანს, შეხებაზე ვლინდება ბავშვის უნებლიე დაჭიმულობა, პატარა ძნელი  დასაწყნარებელია.

15 თვის ასაკში – არ დადის. არ სეუძლია საგნის აღება ან დადება, არ თამაშობს,  შეხებაზე ვლინდება ბავშვის უნებლიე დაჭიმულობა,  პატარა ძნელი  დასაწყნარებელია.

18 თვის ასაკში – იყებებს სამ სიტყვაზე ნაკლებს გაცნობიერებულად.

გისურვებთ წარმატებებს! კლინიკა მედალფა მუდმივად თქვენს სამსახურშია!

 

თემები

facebook