ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

 

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

 ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა ზედაპირზე მოთავსებული ენდოკრინული ჯირკვალია. მისი წონა დაახლოებით 25 გრამია. ჯირკვალი, როგორც წესი, უფრო დიდი ზომისაა ქალებში ვიდრე მამაკაცებში და მისი ზომა მატულობს ორსულობისას.


   ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა და უდიდეს როლს ასრულებს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, რეპროდუქციული სისტემების განვითარებასა და რეგულაციაში.

ფარისებრი ჯირკვალი ორ ძირითად ჰორმონს - თიროქსინს და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებს. ისინი სხეულში მეტაბოლიზმს არეგულირებენ: გავლენას ახდენენ ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაზე, ცილების წარმოქმნაზე, მონაწილეობენ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში, განსაზღვრავენ გულისცემის სიხშირეს

 ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება ხდება შემდეგი ჰორმონების კვლევით:

-      თირეოტროპული ჰორმონი - TSH

-      თავისუფალი თიროქსინი - FT4

-      თავისუფალი ტრიიოდთირონინი - FT3 

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მაკონტროლებელია თირეოტროპული ჰორმონი TSH, რომელიც თავის ტვინში მდებარე ჯირკვალ ჰიპოფიზში გამომუშავდება.

TSH-ის განსაზღვრა სისხლში საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. TSH–ის კონტროლი ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შეფასების საუკეთესო კრიტერიუმია.

ანალიზის ჩასატარებლად არ არის საჭირო უზმოდ ყოფნა. შესაძლოა ჩატარდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

შესაბამისად, სკრინინგული ტესტის, TSH–ის დარღვევის შემთხვევაში, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის უფრო ღრმა კვლევა და სხვა მონაცემებთან კორელაცია 

FT4-ის ტესტი, ძირითადად, ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს ჰიპერ ან ჰიპოთირეოიდიზმის სიმპტომები აქვს ან TSH-ის ანალიზის პასუხები ნორმაში არ არის.

FT3 კი, ძირითადად, თირეოტოქსიკოზის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება, როდესაც ვლინდება პირველადი სკრინინგული ტესტის - TSH-ის ნორმაზე (ან რეფერალურ საზღვარზე) დაბალი მაჩვენელებლი.

 რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

 ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერების დროს, ანუ ჰიპერთირეოზის დროს, შესამჩნევია:

-     ცვალებადი განწყობა

-     რეპროდუქციულ  სისტემაზე გავლენა

-     ოფლიანობა

-     მოუსვენრობა

-     წონაში უეცარი კლება

-     გულის აჩქარება

-      ხელების კანკალი

-     ინსომნია

ფარისებრი ჯირკვლის  ფუნქციის დაქვეითების დროს, ანუ ჰიპოთერიოზის დროს, შესამჩნევია:

-      წონის მატება

-     თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა

-     კანის სიმშრალე

-      გულის რიტმის შენელება

-     დაბალი არტერიული წნევა

-     მოდუნება და ძილიანობა

 


მედალფასკლინიკების ქსელი კვალიფიციური მედპერსონალითაა დაკომპლექტებული და ყველა პაციენტს, უწყვეტ რეჟიმში, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე:

კასპი - 0 32 2 640 011 (1);

ოზურგეთი - 0 32 2 640 011 (2);

ლანჩხუთი - 0 32 2 640 011 (3);

ჩოხატაური - 0 32 2 640 011 (4);

ბათუმი - 0 32 2 640 011 (5);

მახინჯაური - 0 32 2 640 011 (6)

 

 

თემები

facebook