ნათია კახიძე - კარდიოლოგიური პათოლოგიები

 

ვსაუბრობთ კარდიოლოგიურ პრობლემებზე ექიმ კარდიოლოგ ნათია კახიძესთან.

-          რა დროს მივმართავთ ექიმ კარდიოლოგს?

ტკივილისა და ჰაერის უკამრისობის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ექიმს, რადგან ნებისმიერი სახის ტკივილი  გულმკერდის არეში არის საყურადღებო.

-          რომელი კარდიოლოგიური დაავადებებია ყველაზე გავრცელებული?

ჩვენს მოსახლეობაში ყველაზე ხშირია სამი კარდიოლოგიური დაავადება: კორონარული არტერიების დაავადება - გულის მკვებავი სისხლძარღვების პათოლოგია, გულის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია.

-          რომელი ასაკიდან იჩენს პრობლემები თავს?

ძირითადად , კარდიოლოგიური პრობლემების გამოვლინება, როგორც წესი, კაცებში 40 წლიდან ჩნდება, ქალებში კი 55 წლიდან. შესაბამისად, სასურველია, როცა ამ ასაკს მივაღწევთ, დავიწყოთ პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება. თუმცა, აუცილებელია, ითქვას, რომ სევე, როგორც სხვა დაავადებები, გულის პათოლოგიებიც საკმაოდ „გაახალგაზრდავდა“, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო ხშირდება ასაკობრივ რისკს მიღმა მყოფ ადამიანებში კარდიოლოგიური დაავადების განვითარება.

-          რა სიმპტომები უნდა ჰქონდეს პაციენტს?

კორონარული არტერიული დაავადების ძირითადი სიმპტომია ტკივილი ან დისკომფორტი (წვის, სიმძიმის, ჩხვლეტის შეგრძნება) მკერდის ძვლის უკან, რომელსაც მოჭერითი ხასიათი აქვს და საწყის ეტაპზე აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის დროს, შემდგომ კი მოსვენებულ მდგომარეობაშიც.

ამ დროს შესაძლოა ტკივილის განსხვავებული ლოკალიზებაც: ტკვილი გულის არეში, ირადიაციით ყბაში, კიდურებში, ზურგში.

რაც შეეხება, გულის უკმარისობას, ის, უპირველეს ყოვლისა, გამოვლინდება - ადვილად დაღლით, შრომის უნარის დაქვეითებით, ქვედა კიდურების შეშუპებით, ქოშინით -  ჯერ ჩვეული ფიზიკური დატვირთისას, შემდეგ მცირე და უმცირესი, მაგალითად, ერთი სართულის ავლისას ადამიანს ქოშინი ეწყება, ამ შემთხვევაში შეიძლება, ვივარაუდოდ, გულის უკმარისობა.

არტერიული ჰიპერტენზიის გამოვლინება კი მაღალი არტერიული წნევაა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიდის და ვლინდება მაშინ , როდესაც ე.წ. სამიზნე ორგანოები (გული, თავის ტვინი, თირკმელი, პერიფერიული სისხლძარღვები, თვალი) უკვე დაზინებულია, ასეთ, დროს საქმე გვაქვს მძიმე დაავადებებთან როგორიცაა: ინსულტი, ინფარტი, და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ,თავს იჩენს თავის ტკივილით, გულისრევით, თავბრუსხვევით და ა.შ.

-          რომელი პროფილაქტიკური გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ პაციენტებმა?

ინსტრუმენტული გამოკვლევები:

   გულის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა;

  ელექტროკარდიოგრაფია;

  

  ჰოლტერის 24 საათიანი მონიტორინგი.

ლაბორატორიული კვლევები:

· სისხლის ს/ა;

· ლიპიდური სპექტრი;

· კოაგულოგრამა;

·  კრეატინინის განსაზღვრა სისხლში.

 

-          რა არის არტერიული წნევის ნორმა?

არტერიული წნევის ნორმალური ზღვარი სხვადასხვა ასაკში განსხვავებული ციფრებია.

ახალშობილისთვის 80/50;

20 წლის ახალგაზრდისთვის: ბიჭები — 123/76, გოგონები — 116/72;

30 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 126/79, ქალები — 120/75;

40 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 129/81, ქალები — 127/80;

50 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 135/83, ქალები — 137/84;

60 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 142/85, ქალები — 144/85;

70 წლის ადამიანისთვის: მამაკაცები — 145/82, ქალებისთვის — 159/85.

 

-          რა უნდა გავაკეთოთ, რომ კარდიოლოგიური დაავადებები თავიდან ავიცილოთ?

დადგენილია, რომ დაავადებების 90 %-ის თავიდან აცილება შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა, ვებრძოლოთ დაავადების განვითარების რისკ ფაქტორებს: უარი ვთქვათ თამბაქოზე, შევზღუდოთ ალკოჰოლის მოხმარება, მუდმივად ვაკონტროლოთ ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, . აუცილებელია, მივირთვათ ცხიმით ღარიბი საკვები, თუმცა საყურადღებოა, რომ უახლესი რეკომენდაციების მიხედვით კვების რაციონიდან ცხიმის სრული ამოღება არ არის გამართლებული. საჭიროა, დაბალანსებული რაოდენობით მივიღოთ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.ზომიერი ფიზიკური დატვირთვა,ვარჯიში,ცურვა. დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ვივარჯიშოთ, და გვახსოვდეს, რომ ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო.

 

ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერად მოგვწერეთ - Facebook

ან დაგვიკავშირდით 0322640011

 

თემები

facebook