კიბოს დიაგნოზი ყოველთვის განაჩენი არ არის - ონკოლოგ-ქიმიოთერაპევტი ირინა ელიავა

კიბოს დიაგნოზი ყოველთვის განაჩენი არ არის!

ხშირ შემთხვევაში პაციენტებს ეშინიათ დიაგნოზის და გაურბიან ექიმთან ვიზიტს. სინამდვილეში ონკოლოგთან დროულ ვიზიტს, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლინებას და შემდეგ სწორ მკურნალობას ენიჭება დიდი მნიშვნელობა.

სწორედ ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრა, კლინიკაახალი სიცოცხლისონკოლოგ-ქიმიოთერაპევტი და ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის წევრი ირინა ელიავა.

*შეგახსენებთ, რომ ირინა ელიავა და არჩილ ალადაშვილი უფასო კონსულტაციების ჩასატარებლად ეწვევიან მედალფას კლინიკებს :

15 ივლისი ბათუმი, 16 ივლისი ოზურგეთი.

ვიზიტზე ჩასაწერად დაგვირეკეთ 0322640011 ან მოგვწერეთ Facebook -ზე.

- ქალბატონო ირინა, როგორია საქართველოში სიმსივნის სტატისტიკა?

ყოველწლიურად იზრდება ახალი შემთხვევების დიაგნოსტირება, მაგრამ სამწუხარო რჩება ის ფაქტი რომ და II სტადიაზე დიაგნოსტირებული პაციენტების პროცენტული რაოდენობა ნაკლებია 35 % ზე. რაც ართულებს პაციენტის რადიკალურ მკურნალობას.

- რა სიმპტომებით ხასიათდება კიბო?

 სიმსივნეს მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, შესაძლოა თან ახლდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

1.       სისხლდენა აუხსნელი მიზეზით (შარდში, განავალში, ცხვირიდან, სასქესო ორგანოდან);

2.       წონის მკვეთრი კლება (ფიზიკური აქტივობის გარეშე);

3.       სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნის ან ნევუსის (ხალის) გაჩენა კანზე (საყურადღებოა მდგომარეობა, როდესაც გამოხატულია  ნახეთქები, ქავილი, სისხლდენა, სიწითლე);

4.       მკვრივი წარმონაქმნების არსებობა სხეულის სხვადასხვა მიდამოში (განსაკუთრებით სარძევე ჯირკვალში);

5.       თავის ტკივილი ხანგრძლივი ეპიზოდებით, რომელსაც ერთვის მხედველობის, სმენისა და კოორდინაციის დარღვევა;

6.       უმადობა;

7.       ყლაპვის გართულება;

8.       ხანგრძლივი დისკომფორტი, ზეწოლის შეგრძნება გულ-მკერდის ან მუცლის მიდამოში;

9.       ხმის ტემბრის ცვლილება.

- როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

არის მდგომარეობები კიბოს ისეთი გამოვლინებისა, როდესაც პაციენტებმა გეგმიურად ან წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოგვმართონ, ეს შემთხვევებია:

1.       სიმსივნის ან ზოგადად ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შემდგომი პერიოდი;

2.       40-45 წელს გადაცილებული ქალბატონები, რომლებსაც არ გაუჩენიათ ბავშვი;

3.       დადასტურებული ისეთი დაავადებები როგორიცაა: ნაწლავის პოლიპოზი, მასტოპათია, ფიბროადენომა, ღვიძლის ციროზი;

4.       სიმსივნის ოჯახური (სისხლით ნათესაური) ისტორია;

5.       ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში მუშაობა;

6.       თამბაქოს მოხმარება.

7.       ყველა სიმსივნე სპეციფიკური გამოვლინებით ხასიათდება, სწორი და დროული მკურნალობა კი, დადებითი შედეგის მომტანია.

 -როგორ ხდება ხდება პაციენტების მომზადება და მკურნალობა?

მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა სრულად დამოკიდებულია, თუ რომელ სტადიაზე იქნება დაავადება აღმოჩენილი.

 კიბოს მკურნალობა კომპლექსურია: მოიცავს ქირურგიას  როგორც წამყვან მკურნალობის მეთოდს, მედიკამენტოზური მკურნალობა (ციტასტატიკებით, იმუნო და ჰორმონოთერაპია) , სხივური თერაპია.

 მკურნალობის ტაქტიკა ინდივიდუალურად ირჩევა , დიაგნოზის, სტატიის და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

მის : ბათუმი, გოგოლის შეს#2

ოზურგეთი, ნინოშვილის3

 

 

თემები

facebook