ჰემოროიდული დაავადება ანუ იგივე ბუასილი
ჰემოროიდული დაავადება - იგივე ბუასილი, მთელს მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა . ავადმყოფების რაოდენობა, რომელთაც სჭირდებათ სიმპტომური მკურნალობა ბუასილის გამო შეადგენს 8 %, (8000 პაციენტი -100 000 მოსახლეზე). გართულებები იშვიათია 20 წლის ასაკამდე. პიკს 45-65 წლის ასაკობრივ ჯგუფში აღწევს. ჰემოროიდული დაავადება უფრო ხშირია მამაკაცებში, მაგრამ ზოგიერთ კვლევებში სქესის მიხედვით განაწილება თანაბარია.
გაფართოვებული, გადიდებული და მტკივნეული კვანძები სწორი ნაწლავის არეში შესაძლოა გენეტიკური წინასწარგანწყობის მიზეზი იყოს, მაგრამ ზოგჯერ, ბუასილის პროვოცირებას ახდენს გარკვეული ფაქტორი, მაგალითად კონკრეტული კვებითი რაციონი, ინტიმური ტუალეტის არასწორი ჩატარება, არაადექვატური ფიზიკური დატვირთვა და ზოგიერთი ფიზიოლოგიური მდგომარეობა როგორიცაა მაგალითად ორსულობა და მშობიარობა.
ბუასილს ხშირად შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი უკმარისობა, ვენური კედლის ნერვული რეგულაციის დარღვევა, ხშირი ყაბზობა და ამის გამო შექმნილი ვენური შეგუბება, ხანგრძლივი ფეხზე დგომა ან ჯდომა, ალკოჰოლი და ცხარე საკვებიც იწვევს.
კვანძები შინაგანიც არსებობს და გარეგანიც. მეტწილად ავადმყოფს ორივე ტიპის კვანძები აღენიშნებათ. ამას შერეულ ბუასილს უწოდებენ.
ბუასილი ითვლება ამ საუკუნის პროგრესირებად დაავადებად. მისი განვითარების რისკის წინაშეა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს მჯდომარე და ადინამიური ცხოვრების წესი.
ბუასილს, ანუ ჰემოროიდულ დაავადებას ახასიათებს გამწვავებების და კლინიკურად პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარე პერიოდთა მონაცვლეობა, მაგრამ ერთხელ დაწყებული პროცესი არ წყდება და თითქმის ყველა შემთხვევაში განიცდის პერმანენტულ, კლინიკური სიმპტომატიკის პროგრესირებას და რეციდივს.
მისი საერთო სიმპტომებია:
- სისხლდენა დეფეკაციის დროს და მის შემდგომ;
- კვანძების შეშუპება, თრომბოზი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
- კვანძების გამოვარდნა, ჩაჭედვა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
- გამონადენი ლორწოს სახით;
- ანალური ქავილი კანის გაღიზიანებით, დერმატიტით;
- უხშირესად არის კომბინირებული ანალურ ნაპრალთან;
- სწორი ნაწლავის არასრული დაცლის უსიამოვნო შეგრძნება.
არასწორი კვება კუჭის მოქმედების მოშლას იწვევს. შეკრულობას ან პირიქით რამდენჯერმე კუჭში გასვლას. ეს სწორ ნაწლავზე აისახება და ხშირად იწვევს ბუასილის პროვოცირებას. კუჭ-ნაწლავი ალკოჰოლური სასმელებითა და მჟავე ან ცხარე სანებლებლებით არ უნდა გავაღიზიანოთ. ვერიდოთ დიდხანს ჯდომას ან დგომას. ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკისთვის უებარი საშუალებაა.
გამოჰყოფენ ქრონიკული ბუასილის 4 სტადიას:
- I სტადიისთვის დამახასიათებელია ანალური არხიდან სისხლდენა დეფეკაციის დროს კვანძების გამოვარდნის გარეშე.
- II სტადიას ახასიათებს ჭინთვების დროს ჰემოროიდული კვანძების გამოსვლა, რომლებიც დეფეკაციის დამთავრებისთანავე სპონტანურად ბრუნდება უკან.
- III სტადიაზე ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა ხდება მხოლოდ დეფეკაციის დროს, მაგრამ ისინი სპონტანურად უკან არ ბრუნდება, საჭიროა დახმარება. მოგვიანებით პროლაფსი შეიძლება განვითარდეს მუცელშიდა წნევის ამა თუ იმ მიზეზით მომატებისას (მაგალითად, მძიმე ტვირთის აწევის, ხველის შემთხვევაში).
- IV სტადიას ახასიათებს პერმანენტული პროლაფსი, რომელიც არ სწორდება. ის განაპირობებს თრომბოზს და ტკივილს, ხშირად - ძლიერ სისხლდენასაც კი.
პირველი და მეორე ხარისხი ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას (ფლებოტროპული პრეპარატები, ადგილობრივი მოხმარების მალამო, არასტეროიდული ანალგეტიკები) და აგრეთვე გამოიყენება სპეციალური მცირე ინვაზიური მკურნალობის მეთოდები (მასკლეროზირებული ინექციები, კოაგულაციური ტექნიკა, ლიგაცია ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ლაზეროთერაპია), ხოლო მესამე და მეოთხე ხარისხი მხოლოდ ქირურგიული გზით იკურნება.
ბუასილის კლინიკური მანიფესტირების (ტკივილის, სისხლდენის, დისკომფორტის) შემთხვევაში ავადმყოფმა დროულად უნდა მიმართოს პროქტოლოგს, რათა დაავადება არ გართულდეს და საჭირო არ გახდეს მკურნალობის ქირურგიული მეთოდის გამოყენება.
ქირურგიულ მეთოდს დაავადების III-IV სტადიებში მიმართავენ. ის ბუასილის კვანძების რადიკალურ მოცილებას ითვალისწინებს. მკურნალობის ეს მეთოდი იძლევა გარანტიას, რომ დაავადების რეციდივი თავიდან იქნება აცილებული.
„მედალფას“ კლინიკების ქსელი კვალიფიციური მედპერსონალითაა დაკომპლექტებული და ყველა პაციენტს, უწყვეტ რეჟიმში, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.
ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე:
კასპი - 0 32 2 640 011 (1);
ოზურგეთი - 0 32 2 640 011 (2);
ლანჩხუთი - 0 32 2 640 011 (3);
ჩოხატაური - 0 32 2 640 011 (4);