არტერიული ჰიპერტენზია

 

არტერიული ჰიპერტენზია

    არტერიულ ჰიპერტენზიას ჩუმ მკვლელს უწოდებენ, რადგან ბევრი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ არც კი იცის ამის შესახებ. სიმპტომები მანამდე არ იჩენს თავს, სანამ ორგანიზმს შესამჩნევი ზიანი არ მიადგება. საწყის ეტაპზე (კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე), ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება წნევის გაზომვაა. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ ექიმები, განსაზღვრული პერიოდულობით ვიკონტროლოთ წნევა, განურჩევლად იმისა, გვაწუხებს თუ არა რამე.

  არტერიული ჰიპერტენზია  არის რამდენიმეჯერ დაფიქსირებული არტერიული წნევის მატება (≥140/90 mmHg). ერთჯერადად დაფიქსირებული არტერიული წნევის მომატება, ფიზიკური ან ემოციური დატვირთვის ფონზე, ჯერ კიდევ არ ნიშნავს არტერიული ჰიპერტენზიის არსებობას.

   არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა და საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობასა და სისტემატურ მკურნალობას, რომელიც ექიმმა უნდა დანიშნოს.

   მაღალი არტერიული წნევა უარყოფითად მოქმედებს გულზე, თავის ტვინზე, თირკმელებზე და სხვა ორგანოებზე. არტერიული ჰიპერტენზია არის ერთ-ერთი მთავარი რისკის-ფაქტორი მიოკარდიუმის ინფარქტის; ინსულტის; გულისა და თირკმელების უკმარისობის განვითარებაში.

   არტერიული ჰიპერტენზიის თავიდან აცილება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით:

 

  • წონის კონტროლი;
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობები (სიარული, სირბილი 30-40 წუთის განმავლობაში);
  • თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა;
  • ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა;
  • სუფრის მარილის მოხმარების შეზღუდვა;
  • თუ წნევის მატების ეპიზოდი დაფიქსირდა - აუცილებელია სისტემატიური კონტროლი - 2-ჯერ დღეში მაინც.

   დაავადების პირველ ეტაპზე პროფილაქტიკური ღონისძიებები დაგეხმარებათ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში. თუ აღნიშნული ფაქტორების დაცვა და განხორციელება უშედეგოა, არტერიული წნევის მაჩვენებლის დასარეგულირებლად საჭიროა დაიწყოს მედიკამენტოზური მკურნალობა.

 


მედალფასკლინიკების ქსელი კვალიფიციური მედპერსონალითაა დაკომპლექტებული და ყველა პაციენტს, უწყვეტ რეჟიმში, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე:

კასპი - 0 32 2 640 011 (1);

ოზურგეთი - 0 32 2 640 011 (2);

ლანჩხუთი - 0 32 2 640 011 (3);

ჩოხატაური - 0 32 2 640 011 (4);

ბათუმი - 0 32 2 640 011 (5);

მახინჯაური - 0 32 2 640 011 (6).

 

 

თემები

facebook