ალერგია

ალერგია იმუნური სისტემის პასუხია უცხო ნივთიერებაზე, რომელიც ჩვეულებრივ, არ არის მავნებელი ორგანიზმისთვის. ამ უცხო ნივთიერებებს ალერგენები ეწოდება. ალერგენი შეიძლება იყოს გარკვეული საკვები, მცენარის მტვერი, ცხოველის ბეწვი და სხვა.

იმუნური სისტემა ებრძვის მავნებელ პათოგენებს, რითაც ადამიანს ჯანმრთელობას უნარჩუნებს. ალერგენების მიმართ ორგანიზმის პასუხი შესაძლოა გამოიხატებოდეს ცხელების, ცემინების ან სხვა სიმპტომების სახით.

ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა ერგება გარემოს. მაგალითად, როცა ეხებით ცხოველის ბეწვს, ის აანალიზებს, რომ ეს თქვენთვის უსაფრთხოა. იმ ადამიანების იმუნური სისტემა კი, რომელთაც ალერგია აქვთ ცხოველის ბეწვზე, მას სიცოცხლისთვის საშიშად მიიჩნევს და იწყებს მასთან გამკლავებას.

ალერგიების სიმპტომები

ალერგიის სიმპტომებს სხვადასხვა ფაქტორები განსაზღვრავს, მაგალითად - რა ტიპის ალერგია გაქვთ, ან რამდენად ძლიერია ის. ეს სიმპტომები შესაძლოა მედიკამენტების მიღების შემდეგაც გქონდეთ, თუმცა უფრო მსუბუქი ფორმით.

ალერგიები კანზე

იმ საკვების მიღებამ, რომელზეც ალერგიული ხართ, შესაძლოა მძიმე სიმპტომები გამოიწვიოს, მაგალითად, ჩხვლეტის შეგრძნება ყელში და პირში. ასევე, შესაძლოა განვითარდეს გამონაყარი.

კონტაქტური დერმატიტი ალერგენებთან პირდაპირი კონტაქტისას ვითარდება. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა ეხებით ისეთ პროდქტს, რაზეც ალერგიული ხართ, მაგალითად, საწმენდ საშუალებებს ან მცენარეებს.

კანის ალერგიების ტიპები გამოიხატება სხვადასხვა ფორმით:

  • გამონაყარი - კანის უბნები არის გაღიზიანებული, წითელი, ან შეშუპებული. მან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან ქავილი.

  • ეგზემა - კანის უბნები არის წითელი, შებერილი და იწვევს ქავილსა და სისხლდენას.
  • კონტაქტური დერმატიტი - სიწითლე და ქავილი კანზე, ვითარდება ალერგენებთან შეხებისას დაუყოვნებლივ.
  • ყელის ტკივილი - ხახა ან ყელი არის შეშუპებული და გაღიზიანებული.
  • ჭინჭრის ციება - შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა ზომისა და ფორმის გამონაყარით კანზე, გამოხატული სიწითლით და ქავილით.
  • შეშუპებული თვალები - თვალები შესაძლოა იყოს შეშუპებული, წყლიანი. ერთ-ერთი სიმპტომი შესაძლოა იყოს ქავილიც.
  • ქავილი - კანის გაღიზიანება და ანთება.
  • წვა - კანის ანთებითი პროცესის გართულება.ალერგიების გავრცელებული ტიპები:
  • ცხოველური პროდუქტები - ცხოველის ბეწვი, ტარაკნები, ტექსტილის პარაზიტები.
  • წამლები - პენიცილინის შემცველი და ანტიმოკრობული პრეპარატები საკმაოდ გავრცელებული, ალერგიის გამომწვევი მიზეზებია.
  • საკვები - ალერგიის გამომწვევი საკვები შესაძლოა იყოს ხორბალი, რძე, თხილეული და კვერცი.
  • მწერის ნესტარი - მათ შორისაა ფუტკრის, ბზიკისა და კოღოს ნესტარი.
  • ობისა და სოკოს სპორები.
  • მცენარეები - ბალახის, ყვავილების, ბუჩქების და ხეების მტვერი შესაძლოა იყოს ალერგიის გამომწვევი მიზეზი. მაგალითად: მომწამლავი სურო და მუხა.
  • სხვა ალერგენები - ალერგიის მიზეზი ხშირად შესაძლოა იყოს ლატექსი (ძირითადად, გვხვდება ამ მასალისგან დამზადებული ხელთათმანები) და ნიკელი.
სეზონური ალერგიები ცნობილია ალერგიული რინიტის სახელით და მისი გამომწმვევი მიზეზი მცენარებიის მტვერია. მისი სიმპტომებია:
-თვალების ქავილი
-წყლიანი თვალები
-ცხვირიდან გამონადენი
-ხველება

სიმპტომების პრევენცია

ალერგიების პრევენცირების გზა არ არსებობს, თუმცა შეგვიძლია თავი ავარიდოთ მის სიმპტომებს. ამისთვის საჭიროა ნაკლები კონტაქტი გვქონდეს ალერგენებთან და ვაკონტროლოთ კვების რაციონი.

ალერგიების გართულება

ადამიანების დიდი ნაწილი ალერგიას მარტივ ცემინებად და გამონაყრის განვითარებად მიიჩნევს, რომელიც სეზონურად იჩენს თავს, თუმცა ალერგიული რეაქცია შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ ფორმაშიც გადაიზარდოს.

ძლიერი ალერგიული რეაქციის ერთ-ერთი სახეობას - ანაფილაქსია -ხშირად უკავშირებენ საკვების ალერგიას, თუმცა ის შეიძლება ნებისმიერ ალერგენთან კონტაქტმა გამოიწვიოს. ანაფილაქსიას ახასიათებს:

-მოულოდნელად დახშული სასუნთქი გზები
-აჩქარებული პულსი
-ენისა და პირის  ღრუს ლორწოვანის  შეშუპება

თუ გაქვთ აღნიშნული სიმპტომები ალერგენებთან კონტაქტისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.

ალერგიული ხველება

ალერგიულმა რინიტმა შესაძლოა გამოიწვიოს ცემინება და ხველება. ესეც თქვენი სხეულის რეაქციაა ალერგენებზე და არ არის გადამდები.

ქრონიკული ხველებისგან გასნხვავებით, ალერგიული ხველება და ალერგიული რინიტი დროებითია. სეზონური ალერგიის სიმპტომები მხოლოდ წელიწადის გარკვეულ პერიოდში, მცენარებიის ყვავილობისას იჩენს თავს.

ცხოვრება ალერგიებთან ერთად

ალერგიები საკმაოდ ხშირია და უმეტეს შემთხვევაში, ისინი არ წარმოადგენს საფრთხეს სიცოცხლისთვის. ადამიანებმა, რომლებიც არიან ანაფილაქსიური შოკის რისკის ქვეშ, სასურველია ისწავლონ როგორ უნდა მართონ ალერგია და რა უნდა მოიმოქმედონ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში.  თან იქონიეთ დექსამეტაზონის   საინექციო ფორმა, შესაძლებელია, მან სიცოცხლე გაჩუქოთ და გიხსნათ მძიმე მოვლენების განვითარებისგან.

ექიმი ალერგოლოგის რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა დაგეხმარებათ იცხოვროთ ალერგენებთან ერთად ისე, რომ ისინი თქვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

 

თემები

facebook