"მედალფას" კლინიკების ქსელი კვლავ გთავაზობთ ზოგადი ქირურგის, ონკოქირურგისა და ლაპარასკოპიული ქირურგის - აჭარისა და გურიის მედალფას კლინიკების ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი გერლიანის უფასო კონსულტაციებს ნებისმიერი ასაკის პაციენტებისთვის.
ახლა უკვე "მედალფას" გურიის ყველა კლინიკაში!
კონსულტაციების განრიგი:
-ოზურგეთი - 13 სექტემბერი, 11:00-დან;
-ჩოხატაური - 14 სექტემბერი, 11:00-დან;
-ლანჩხუთი - 15 სექტემბერი, 11:00-დან.
კონსულტაციები მოიცავს:
- სანაღვლე გზების ქირურგიული, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების დიაგნოსტიკას.
- კუჭ-ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქირურგიული დაავადებების დიაგნოსტიკას.
- ონკოლოგიური ჩივილების მქონე პაციენტების გასინჯვას.
-მუცლის ღრუს ექოსკოპიურ კვლევას 50%-იანი ფასდაკლებით.
საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე დაიგეგმება და ჩატარდება ქირურგიული ოპერაციები ლაპარასკოპიული მეთოდით, Karl Storz-ის უახლესი მოდელის, 2020 წლის ლაპარასკოპით.
ლაპარასკოპიის უპირატესობებია:
-კლინიკაში დაყოვნების ნაკლები დრო;
-შედარებით მარტივი და სწრაფი პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;
-სისხლდენისა და გართულებების ნაკლები რისკი;
- მცირე ზომის ნაწიბურები.
შეგახსენებთ, რომ "მედალფას" კლინიკების ქსელი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა, რომელთა თანადაფინანსებით შეგიძლიათ მიიღოთ სამედიცინო მომსახურება.
"მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას!
Tel: 0322640011