ზოგადი ქირურგის უფასო კონსულტაციები მედალფას ოზურგეთის კლინიკაში

14.06.2021
"მედალფას" ოზურგეთის კლინიკა კვლავ გთავაზობთ ზოგადი ქირურგის, ონკოქირურგისა და ლაპარასკოპიული ქირურგის - გიორგი გერლიანის უფასო კონსულტაციებს ნებისმიერი ასაკის პაციენტებისთვის.
 კონსულტაციები მოიცავს:
- სანაღვლე გზების ქირურგიული, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების დიაგნოსტიკას.
- კუჭ-ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქირურგიული დაავადებების დიაგნოსტიკას.
- ონკოლოგიური ჩივილების მქონე პაციენტების გასინჯვას.
 კონსულტაციები ჩატარდების თარიღი - 21 ივნისი, 11:00 საათიდან.
 საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე დაიგეგმება და ჩატარდება ქირურგიული ოპერაციები ლაპარასკოპიული მეთოდით, Karl Storz-ის უახლესი მოდელის, 2020 წლის ლაპარასკოპით.
 ლაპარასკოპიის უპირატესობებია:
- კლინიკაში დაყოვნების ნაკლები დრო;
- შედარებით მარტივი და სწრაფი პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;
- სისხლდენისა და გართულებების ნაკლები რისკი;
- მცირე ზომის ნაწიბურები.
 შეგახსენებთ, რომ "მედალფას" კლინიკების ქსელი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა, რომელთა თანადაფინანსებით შეგიძლიათ მიიღოთ სამედიცინო მომსახურება.
 "მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას!
 Tel: 0322640011

თემები

facebook