ონკომამოლოგის უფასო გასინჯვების აქცია

18.03.2022
 25 და 26 მარტს "მედალფას" გურიის კლინიკები გთავაზობთ ონკომამოლოგის უფასო კონსულტაციებს, რომელსაც ჩაატარებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი - ბექა სამხარაძე.
 კონსულტაციების განრიგი:
- ლანჩხუთი - 25 მარტი, 10:00-11:00 საათი
- ოზურგეთი - 25 მარტი, 12:00-18:00 საათი
- ჩოხატაური - 26 მარტი, 10:00-11:00 საათი
 კონსულტაციები მოიცავს:
- სარძევე ჯირკვლების დიაგნოსტიკას;
- კანისა და რბილი ქსოვილების დიაგნოსტიკას;
- ხალების, მეჭეჭების, ცხიმგროვებისა და სიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციები.
 შეგახსენებთ, რომ "მედალფას" კლინიკების ქსელი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა, რომელთა თანადაფინანსებით შეგიძლიათ მიიღოთ სამედიცინო მომსახურება.
 "მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას!
 Tel: 555 22 18 41
        0322640011

თემები

facebook