ონკომამოლოგის უფასო გასინჯვების აქცია

19.05.2021
28 და 29 მაისს "მედალფას" გურიის კლინიკები გთავაზობთ თბილისიდან მოწვეული ონკომამოლოგის - ბექა სამხარაძის უფასო კონსულტაციებს.
 კონსულტაციები მოიცავს:
- სარძევე ჯირკვლების დიაგნოსტიკას;
- კანისა და რბილი ქსოვილების დიაგნოსტიკას;
- ხალების, მეჭეჭების, ცხიმგროვებისა და სიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
 კონსულტაციების განრიგი:
- ჩოხატაური - 28 მაისი, 10:00-დან 11:00 საათამდე
- ოზურგეთი - 28 მაისი, 12:00-დან 18:00 საათამდე
- ლანჩხუთი - 29 მაისი, 10:00-დან 11:00 საათამდე
საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციები.
 შეგახსენებთ, რომ "მედალფას" კლინიკების ქსელი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა, რომელთა თანადაფინანსებით შეგიძლიათ მიიღოთ სამედიცინო მომსახურება.
 "მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას!
 Tel: 555 22 18 41

თემები

facebook