"მედალფა" გურიის კლინიკებში გთავაზობთ უფასო კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეულ ონკომამოლოგ ბექა სამხარაძესთან.
კონსულტაციები მოიცავს:
- სარძევე ჯირკვლების დიაგნოსტიკას;
- კანისა და რბილი ქსოვილების დიაგნოსტიკას;
- ხალების, მეჭეჭების, ცხიმგროვებისა და სიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
კონსულტაციები ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- ოზურგეთი - 29 იანვარი, 10:00-18:00
- ჩოხატაური - 30 იანვარი, 10:00:12:00
- ლანჩხუთი -30 იანვარი, 13:00-15:00
საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე დაიგეგმება და ჩატარდება ოპერაციები.
კლინიკა "მედალფა" ჩართულია საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა.